ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომელ კარავში ძინავს სააკაშვილს, მკაცრად გასაიდუმლოებულია: გენპროკურორი კი კომენტარს აკეთებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განვითარებულ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მთავარია შერულდეს ყველა იურიდიული და საჭირო პროცედურა.

“საკითხი ახლა არ დგას ისე, მოხდება თუ არა სააკაშვილის დეპორტაცია, ან ექსტრადიცია. საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს მძიმე ბრალდებები და ის უნდა დაიკითხოს” – აცხადებს ლუცენკო.

ექსპერტები აქტიურად საუბრობენ, რომ სააკაშვილის დაკავების დროს, სახურავზე იყო გარკვეული დარღვევები. ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, პირველ რიგში თავად დაიცვას კანონი, რომ ის თავად იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის.

ამასობაში კი სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად კარავშია გამაგრებული და სამომავლო პოლიტიკურ ღონისძიებებს გეგმავს. როგორც ირკვევა, უსაფრთხოების მიზენით, მკაცრად გასაიდუმლოებულია თუ რომელ კარავში ძინავს ოდესის ყოფილ გუბერნატორს.

შეგახსენებთ, სამართლადამცველები რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს. სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა რადასთან საპროტესტო აქციები დაიწყეს.

იტვირთბა....