პარტია “შენების მოძრაობამ”, დავით უსუფაშვილის მეთაურობით, თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს იქნება თენგო შერგელაშვილი.
თენგო შერგელაშვილის ბიოგრაფია კი შემდეგია:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სპეციალობა: სამართლისმცოდნეობა 1998 წელს და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2000 წელს.
1998-1999წწ. საინფორმაციო სააგენტო “სარკე”, ანალიტიკოსი; 1999-2000წწ. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, პროგრამის დირექტორი; 2001 წელს USAID-ურბანული ინსტიტუტი, პროგრამის კონსულტანტი; 2001-2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის, მსოფლიო ბანკის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამისკონსულტანტი, მომხსენებელი, სტრატეგიული განაცხადების დოკუმენტების ავტორი; 2007 -2008წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი”, ექსპერტი; 2002 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი; 2009 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2010 წლიდან ევროპული ინიციატივა–ლიბერალური აკადემია, თბილისი, ანალიტიკოსი; 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტი, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პროგრამის შემუშავების სარედაქციო ჯგუფის წევრი; 2012-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.