aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბიისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭილაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის და ნაძალადევის რაიონები
საქართველოს რკინიგზის მიერ გამანაწილებელ მოწყობილობაზე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის და ქსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....