aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადადგება თუ არა წულუკიანი: – კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცლეა. მისი თქმით ეს წულუკიანის გადადგომა აბსურდულია.

“მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი პრპოკურორის შერჩევის დროს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდებიან და ის უნდა გადადგეს. ანალოგიურ მოთხოვნას აყენებს ოპოზიციური პარტიის დიდი ნაწილი.

იტვირთბა....