პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის გულსატკენია ივანიშვილის სიტყვები.
“ჭორაობას არ დავიწყებ. რა უნდა ვუპასუხო ამაზე. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მარგველაშვილი ჩემი მეგობარია. ამაზე კომენტარიც კი შეუძლებელია. რა კომენტარი უნდა გავაკეთო გაჩეჩილაძეებზე, მე ახლა “გრეჩიხობას” ვერ ვაკადრებ – სახელი და გვარი აქვთ ამ ადამიანებს. ერთდერთი ვიტყვი, რომ “ნაციონალები” და ფულის ამღებები თავის გარემოცვას კარგად გადახდოს და იქ იპოვოს.
ზოგადად, ეს შეხვედრა იყო პირველის გაგრძელება. ჩემდა სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მან დაკარგა ლიდერის ფუნქციები და მისი ამოცანაა როგორმე ეს მანკიერი სისტემა შეინარჩუნოს. მეტი ამოცანა არ აქვს მისგან ტალახის სროლა უკვე გასაგებია და დიაგნოზი დასმულია. ჩემთვის ეს გულსატკენია, რადგან მასთან ადამიანური სენტიმენტები მქონდა. რადგან ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს ზღვარი უნდა გადალახოს, ეს უკვე მისი პრობლემაა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ხუხაშვილს უნიჭო ექსპერტი უწოდა, რომელსაც მასთნ არ მიესვლება. გარდა ამისა, 2011 წლის მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხუხაშვილი ეუბნებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ბურჯანაძე გაიმარჯვებსო, ხოლო აქციაზე “გრეჩიხები” გაიყვანე “დრაივი” აქვსო.

