ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭკუასელი: “თუ ივანიშვილი მეტყვის, მზად ვარ “ქართული ოცნების ” პოლიტსაბჭო დავტოვო”

„საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ  მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არც მონაწილეობდა, რის გამოც ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ტოვებს.

„კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი რამდენი წევრი იქნება ახალ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში. სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, 2 წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, არ ვარ პოლიტიკაში. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, – განაცხადა საგანელიძემ.

პოლიტიკური საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი  საპარლამენტო უმრაველსობის დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა „ოცნების“ სათაო ოფისთან გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ  ივანიშვილი ეტყვის  “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დატოვებას ის მზადაა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

“საერთოდ, პოლიტიკური საბჭოს გადასაწყვეტია ახალი შემადგენლობა.არ ვიცი მინისტრთა კაბინეტიდან იქნებიან თუ არა, მაგრამ დაახლოებით ვიცი რომ პარტიის წევრები იქნებიან, ოღონდ არა პარლამენტარები და არა მინისტრთა კაბინეტის წევრები“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

იტვირთბა....