საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები წყვეტენ ვარჯიშსაც.
ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ფედერაცია სპორტსმენების და ნაკრების დასახმარებლად არაფერს აკეთებს. ამასთანავე ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მოთხოვნა არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ ხსიათს.