შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საკუთარი სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა, მოადგილეებს კი თვეში 50 ლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და ფაქტის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს.
გუბერნატორის გარდა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 34 თანამშრომელი მუშაობს. მათთვის, მაქსიმალური სატელეფონო ლიმიტი 50 ლარია. 34 თანამშრომლის სატელეფონო ლიმიტების ჯამი 905 ლარს შეადგენს.

