ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა, ეკა ბესელიამ და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტი დატოვონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და დაკავებული თანამდებობები კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ.

არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.

ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა და უცნობია, რას უკავშირდება ბესელიასა და ზარდიაშვილის გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს ფაქტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც უკავშირდებოდეს.

ამასთან, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. კერძოდ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს შორის საჯარო დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რის წინააღმდეგაც ეკა ბესელია გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა სხდომა დატოვეს.

იტვირთბა....