ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა:

„2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეთ 04.12.2017 წლის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლა.

იტვირთბა....