ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

სუს-ის ვიდეო: სპეცოპერაციისას დაჭრილის, დაკავებულის და ლიკვიდირებულის კადრები

სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებულ სხვა წევრებთან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ვიდეო-კადრები თუ როგორ გადაადგილდებიან თემირლან მაჩალიკაშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული შოაიფ ბორზაევი და ასლანბეგ შოლტახმადოვი. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ახმეტ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა მითითებულია უცხო ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს ამ საბანკო რეკვიზიტების შემოწმება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიპ ბორზაევის პირადი მობილურის დათვალიერებისას ამოღებულია და აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულების ფოტო. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან შესახვედრად,  მათ დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები თავად მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.

რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

სპეცოპერაციისას დაჭრილია 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის მდომარეობაც მძიმეა. მედიკოსთან კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაამგზავრონ.

იტვირთბა....