ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა

საჯარო სკოლებში არდადეგები 18 იანვრამდე გახანგრძლივდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ, ანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

იტვირთბა....