ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება. ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი”, – ნათქვამია განცხადებაში.