გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ჰელსინკში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ.
მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძის ძირითადი სასაუბრო თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.
როგორც შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.
“მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განაცხადა სააკაშვილმა.