ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის ინიციატივით, კიევში მორიგი აქცია იმართება

კიევის ცენტრში ოდესის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მორიგი საპროტესტო აქცია იმართება.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიციის და ორგანიზატორების ცნობით, მარშში 2-დან 10 000-მდე ადამიანი მონაწილოებს. ისინი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს და გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა. საქართველოს ექს პრეზიდენტმა ის საკითხები დაასახელა, რომელზეც მზად არის უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამართოს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შერიგებას სთავაზობდა. თუმცა დღეს სააკაშვილმა უარყო, რომ პოროშენკოს წერილში შერიგებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ განუსაზღვრა. მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან სააკაშვილი გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პრკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს.

იტვირთბა....