ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიჟვაძე: მეჩეთი მხოლოდ ქართული ფულით უნდა აშენდეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით.

„აჭარა არის მულტიკულტურული და მულტირელიგიური რეგიონი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა აღმსარებლობის მიმდევრის უფლება და თავისუფლება. დეტალები ადგილმდებარეობის, მეჩეთის არქიტექტურის თაობაზე კონსენსუსის საფუძველზე დაზუსტდება და რაც მთავარია, მეჩეთი უნდა აშენდეს მხოლოდ ქართული ფულით”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

რიჟვაძე აჭარის მტავრობის ხელმძღვანელის პოსტზე პრეზიდენტმა წარადგინა. თორნიკე რიჟვაძე “ოცნების” კანდიდატია.

იტვირთბა....