ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რელიგიური შურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ.

საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ ემზარ კვიციანს ეკუთვნის. დოკუმენტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მსჯელობენ. პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ. მათი თქმით, ბევრი დეტალი ბუნდოვანია. კომიტეტის სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებიან. მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა საჭირო არ არის

იტვირთბა....