ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტტექნოლოგიური თამაშები”: ხუხაშვილი “მეტრონომთან” ვაშაძისა და მელიას ბრძოლის განსხვავებულ მეთოდებზე საუბრობს

მე არა მგონია ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძის განსხავებულმა ბრძოლის მეთოდებმა გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალურ მოძრაობაში” შესაძლო დაპირისპირების საკითხს.

როგორხ ხუხაშვიოლმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ესაა ერთგვარი პოლიტტექნოლოგიური თამაში.

“მე არა მგონია ნიკა მელიასა და გრიგოლ ვაშაძის განსხავებულმა ბრძოლის მეთოდებმა გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს. მიხეილ სააკაშვილიც ძალინ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს შორიდან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტტექნოლოგიური თამაშები. “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ამოცანაა იმ ელექტორატის შენარჩუნება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აჩუქა. მათი ელექტორატი კი სხვადასხვა სეგმენტებისგან  შედგება: არიან რადიკალურად განწყობილები, შედარებით რბილი მეთოდების მომხრეეები, ისინი მუშაობნე სხვადასხვა სეგმენტზე. გაერთიანებული ოპოზიციის ამოცნააა სეგმენტის შენარჩუნება.  ესაა  ილუზია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” თითქოს რაღაც განხეთილებაა, რეალურად კი ესაა ორ ხელში თამში. ერთი მხარე უფრო რადიკალურს თამაშობს, მეორე კი უფრო ლიბერალურსა და რბილს, მესამე საერთოდ რევოლუციას აცხადებს ამსეტრდამიდან. იმის ილიუზი, რომ “ნაცმოძრაობაში” რაიმე სკანდალური მოხდება, ამის განცცდა საზოგადოებას მრავალი წელია აქვს. ეს ასე არ ხდება. როგორც წესია ესაა ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური თამაში და მეტი არაფერი” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

 

იტვირთბა....