ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოძრაობა “თეთრი ხმაური” ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხვალ აქციას მართავს

მოძრაობა „თეთრი ხმაურის მოძრაობა” ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ, 10 დეკემბერს, 17:00 საათზე ვარდების მოედანზე აქციას მართავს.

“ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკები ადამიანებს მსხვერპლად იწირავს!

კანონპროექტი პარლამენტშია!

დროა, ბრძოლა ლოგიკური შედეგით დასრულდეს,
დროა, ხალხის მოთხოვნა საბოლოოდ დაკანონდეს,
რადგან სისტემა ვალშია ჩვენთან დაუმსახურებელი ჩაგვრისთვის!

ჩვენ არ დავუშვებთ ფასადურ ცვლილებებს,
აღარ დავუშვებთ, გვდევნიდნენ და გვართმევდნენ მომავალს,
გვძარცვავდნენ და ჩვენივე თანხებს ჩვენსავე წინააღმდეგ იყენებდნენ,
გვაიძულებდნენ დასმენას და გვართმევდნენ ნდობასა და ურთიერთობებს.

აღარ დავუშვებთ, რომ პოლიციური ტერორით გვიკლავდნენ თანამოქალაქეებს.

სახელმწიფო ვალშია ჩვენთან!
და კანონპროექტის უცვლელად მიღება
არა ხელისუფალის კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.

გავიდეთ გარეთ!

დროა, პატიმრები ახალ წელს ოჯახში შეხვდენენ.
დროა, უმიზეზოდ აღარავის იჭერდნენ.
დროა, მივიღოთ ცვლილება და კუთვნილი თავისუფლება.

ხმაურის დროა, გამარჯვებისთვის!” – აცხადებენ მოძრაობში.

ამასთანავე, თეთრი ხმაურის აქტივისტის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ხვალიდან 10-ზე მეტი პატიმარი შიმშილობას იწყებს. მიზეზი ნარკოპილიტიკასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებია.

იტვირთბა....