aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მინდა ვამხილო სამარცხვინო გადაწყვეტილება”: მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე იკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტრონომი”: სასამართლოდან

”პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული, -” ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკითხვამდე განუცხადა.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამრთლოში აღნიშნა, ის სასამართლო პროცესზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე დაიკითხება.

”მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ. კითხვაზე, შეეძლო თუ არა პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ ეს არის ცინიზმი.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო  პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  11:00 საათზე განახლდა. მეუფე პეტრე ჩვენებას ბრალდების მოწმის სტატუსით აძლევს.

სახელმწიფო ბრალდების მოწმეთა სიაში ის ბოლო სასულიერო პირია, რომელიც სასამართლოს წინაშე ჯერ არ დაკითხულა.  ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ 16 მოწმის დაკითხვა იგეგმება.

როდის მისცემს ჩვენებას დაცვის მხარის მოწმე ირაკლი ფირცხალავა, ამ დროისთვის უცნობია.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....