ნიუ-იორკში აფეთქების ორგანიზიებაში ეჭვმიტანილია 27 წლის აკაიდ ულაჰი, რომელიც წარმოშობით ბანგლადეშიდანაა და ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს.
ინფორამციას Independent-ი ავრცელებს.
მენჰეტენის მეტროს პლატფორმაზე აფეთქების დროს, ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით 4 ადამიანი დაშავდა. მათი თქმით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა თან ჰქონდა.
პოლიციის ცნობით, ულაჰის მიზანი მანჰეტენის ავტოსადგური იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა მცირე ხანძარიც.
ნიუ-იორკის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.