ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლომჯარია: მკაცრი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ამ მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ​საქართველოში ნარკომომხმარებლების და ნარკოდამოკიდებული პირების ძალიან მაღალი რაოდენობაა და ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

„ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მიუხედავად, ამ მიდგომამ მთავარი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ ვფიქრობ, დროა, დაიწყოს სერიოზული, გადამწყვეტი მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული და აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე, პრევენციაზე, დახმარებზე“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „თეთრი ხმაურის მოძრაობა” ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს 17:00 საათზე ვარდების მოედანზე აქციას მართავს.

იტვირთბა....