ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძემ საქალაქო სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა

დედაქალაქის რაიონების გამგებლების ვინაობა ცნობილია. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატურები წარადგინა.

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცის უფროსად წარდგენილია ვლადიმერ ჭიღლაძე.

იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სერგო ბირკაძე.

საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გაიოზ თალაკვაძე.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი ბაგრატიონი.

ჯანდაცვისა და სოციალურის მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გელა ჩივიაშვილი.

კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – სოფიო ხუნწარია.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ირაკლი გვილავა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – მამუკა მუმლაძე.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიგა გიგაშვილი.

შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გიორგი პაპავა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – გივი კუბლაშვილი.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ნიკოლოზ ჭონქაძე.

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად – ანდრია ბასილაია.

ოთხი გამგებელი ინარჩუნებს თანამდებობას, ერთი რაიონს იცვლის, კიდევ ერთი მოადგილეობიდან წინაურდება. ოთხი კი ახალი სახეა.

სია საკრებულოს დღის ბოლომდე გადაეგზავნება და სავარაუდოდ, პარასკევს დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ დედაქალაქის რიაონის გამგებლების შემადგენლობაც დაასახელა.

იტვირთბა....