ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ირაკლი კობახიძე: შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც  იქნება წარდგენილი განახლებული სია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

მისივე თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს პროცედურები და კრიტერიუმები, რისთვისაც საუკეთესო ფორმატი არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი.

„მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები იქნება მსჯელობის საკითხი. ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოლიტიკური პროცედურა, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. დეტალურად ვიმსჯელებთ პროცედურასა და კრიტერიუმებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არიან წარმოდგენილი. იურიდიულად, მოსამართლეთა კანდიდატთა სიის გაწვევა არის შეუძლებელი. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი, ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა თუ თუნდაც მთავრობის ან გენერალური აუდიტორის კანდიდატის. შესაბამისად, სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც წარმოდგენილი არიან დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს.

„არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იტვირთბა....