საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციაზე უცხოურს დელეგაციებსაც მოიწვევენ.
მისივე თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება“, – განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.