ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩემპიონატში მატჩების ჩაწყობას 2 მსაჯი აღიარებს

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით 5 პირი დააკავა. ჩემპიონატში მაჩების ჩაწყობას 2 მსაჯი აღიარებს.

დაკავებულთა შორის არის საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი, ვაჟა კვარაცხელია. იგი ამ წუთებში თბილისში წინაწარი მოთავსების იზოლატორშია გადმოყვანილი.

 

დაკავებულთა შორის არის კლუბ ”სოხუმის” კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, თემურ დათიკაშვილი. ადვოკატის განცხადებით, ის ჩაწყობილ თამაშებთან კავშირს უარყოფს და არც თანხის აღებას ადასტურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენიათ, დანაშაულს დავით და ირაკლი ბერიშვილები აღიარებენ.

საკალათბურთო სკანდალთან დაკავშირებით დღეს ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, საიდანაც გაირკვა, რომ გამოძიება ყველა იმ საკალათბურთო მატჩით დაინტერესდა, სადაც დაკავებული მსაჯები ან მწვრთნელები ფიგურირებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას, როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.

იტვირთბა....