“ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი. ვიცით და კარგად გვახსოვს თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. სააუკუნეების მანძილზე, სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ქმნიდა სახელმწიფოს განვითარების საწინდარს. ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება, სხვანაირი ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, მაგრამ ავტოკეფალიის მნიშნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მილოცვა, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც. თუმცა, დღეს მე პირადი ადამიანი არ გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მაქვს დიდი პასუხისმგებლობა. თუ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მე მგონი, რომ საქართველოს ეკლესია ჩემზე ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და იცის რა მოყვა ამ მოვლენას. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო რაღაც შედეგების გამო ფრთხილობს, რაც ყველამ იცის და არ მინდა ახლა ხაზი გავუსვა, მე არ შეიძლება, როგორც საქართელოს პრეზიდენტი ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი, ვიდრე საქართელოს ეკლესიაა. ჩემთვის ადვილი იქნებოდა, მაგრამ არ მივულოცე. მე არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვის პასუხისას.
იტვირთბა....