პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის შეეცდება ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა დაალაგოს.
“როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში? სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე, ეკლესიასა და ხელისუფლებას, სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძლიერი პროტესტი იმიტომ, რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და არ უნდა ერეოდნენ არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და არც მითუმეტეს მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სასულიერო პირების ნაწილმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. ერთ-ერთმა მას “კანაფის დედოფალიც” კი უწოდა.