ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს – ამაზრზენი პოპულისტი, ფეხბურთს 265 მილიონი კი არა, მეტი უნდა

სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთთან დაკავშირებით გააკეთა.

“ამაზრზენი პოპულისტი! “ამას რათ უნდა 265 მილიონი” კი არა მეტი უნდა და რას უნდა მაგასაც ვერ ხვდები! ნაკრების რეიტინგზე კი არ ხარჯავს მაგ 265 მილიონს სახელმწიფო, “გრასრუთს”, ინფრასტრუქტურას და ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს, თორემ ისე გადაყრილია კი. რაში უნდა დაიხარჯოს ფული ეგ უნდა მართოთ და აკონტროლოთ, თორემ ცოტა კი არა მეტია საჭირო.

დღეს რომ მოგვასაღეს საკლუბო ფეხბურთში ფულის გადანაწილების ფონდი ფეხბურთის განვითარების პროგრამად, ეგ არის უბედურება. საკლუბო ფეხბურთი ერთი ნაწილი უნდა იყოს მხოლოდ იმ განვითარების გეგმის, რაც უნდა ქონდეს ფედერაციას და რასაც არ დაადგა საშველი უკვე ამდენი წელია. ეგ უნდა შექმნათ, გაწეროთ და მერე აკონტროლოთ ფული, რომ ვიღაც ბიზნესმენების ინტერესებს არ ემსახურებოდეს სახელმწიფო, თორემ 265 მილიონი არაფერია ფეხბურთის განვითარებისთვის. ჯანმრთელი ცხოვრების პოპულარიზაციით და დაფინანსებით ჯანდაცვაში და დაზღვევებში იმდენი ფული იზოგება, რომ ბევრად მეტი! სწორი (!!!) ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკენომიკურადაც მომგებიანია, სოციალურ სიკეთეებზე რომ აღარაფერი ვთქვათ”, – წერს ზურაბიშვილისოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი არის ბევრი.

იტვირთბა....