ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის მერიიდან გაფრთხილების წერილი მიიღეს. მათ გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.
როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძი მამამ განაცხადა, მან მერიას მიმართა მანიფესტაციის უფლების 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით, პასუხად კი აღნიშნული წერილი მიიღო.
„ამ წერილით ხელისუფლება გვეუბნება რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს. ეს თხოვნაა არის თუ რაც არის ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მათივე თქმით, აქციის მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა ქართველი ბავშვის სიცოცხლე დაიცვან, სწორედ იმ ბავშვების, რომლებმაც ახალი წელი უნდა იზეიმონ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უსასრულოდ თქვენ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებ იდექით რამდენიც გინდა. აი ეს არის მათი სიტყვები დღეს ჩემსა და ზაზას მიმართ გამოგზავნილი. აქ ის ბავშვები რომლებიც უნდა იყვნენ და უნ და იზეიმონ, სახელმწიფოსგან განსხვავებით მე და ზაზა ვიცავთ იმ ბავშვებს. მაგაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ. ეს არის ის ხელისუფლება რომლებიც ბავშვებს ხოცავენ. აქედან ფეხს არ გავადგამთ არსად,“-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მალხაზ მაჩალიკაშვილმა.