თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ აპირებს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს და მომავალ საპრრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭიროს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაცონალების” კანდიდატებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვონ. მე ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს და არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. სამქალაქო ორგანიზაციის შემქნას ვაპირებ. ევროკავშირის სტრუქტურებიდან სერიოზული ხმარდაჭერაც მოვიპოვე. მე ამ დღეებში მარგველაშვილთან შეხვედრას, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღეს ყველაზე დიდი შანსი გამარჯვების აქვს გიორგი მარგველაშვილს. მინდა მისგან მოვისმინო რას აპირებს, მე მთელი ძალით დავუჭერ ამრგველაშვილს მხარს.
“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალების” 6-წლიანი ვითომ დაპირისპირება და სიყვარული უნდა დავამთავროთ. ამას გადაყვა ეს ქვეყანა, გაღატადა ქვეყანა. ივანიშვილი ამბობდა, რომ 4 წლის ემრე ჯიბეზე იგრძნობთო.. აღარ შემიძლია ამდენი გაჭირვების ყურება. თავდახრილი ბებიები და ბაბუები როგორ გამრავლდნენ ამ თვეების განმავლობაში. ამ ქვეყანას ჭირდება პატრონობა”, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერსაა. მარგველაშვილს გაერთიანებისკენ “შენების მოძრაობის” ლიდერმა უსუფაშვილმაც მიმართა და გაერთიანება შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი.

