“დღეს რომ გამორთო “რუსთავი 2” ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ. ის, რაც გადმოდის “რუსთავი 2″-იდან 99% სიცრუეა”- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 3 ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემები მთავრობასა და ხელისუფლების სხვა შტოებში ნორმალური პროცესის ნაწილია:
“ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, ხელისუფლების სხვა შტოებში, ესაა ნორმალური ყველა სახელმწიფოში. შეიძლება გადაცდომა, კორუფციაც მოხდეს. მას უნდა არგუმენტები, საბუთები და მასზე პასუხი უნდა აგოს”- განაცხადა ივანიშვილმა.