არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაიწყო უკვე მუქარები” – ჩუგოშვილი სააკაშვილს პასუხობს (ვიდეო)

“დაიწყო უკვე მუქარები”, –  ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას.

როგორც ჩუგოშვილი სოციალურ ქსელ  Facebook-ზე წერს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი.

“დაიწყო უკვე მუქარები 🙂 დიახ სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მეც ვერ ამრგვალებდით და 102, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდევაც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო ყველამ ვიცით. რაც შეეხება “ვინმე ჩუგოშვილს”, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს მიგიცევიათ ყურადღება რას ამბობდნენ”, – წერს ჩუგოშვილი.

https://www.facebook.com/tamar.chugoshvili/videos/10155871536253148/

იტვირთბა....