aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და პრესის ჯიხურებში შევარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გამთენიისას, ყაზბეგის გამზირზე ავტომანქანა მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე შევარდა, შემდეგ კი იქვე პრესის ჯიხურებს დაეჯახა.

როგორც ირკვევა, მანქანა სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას ახალგაზრდა გოგო მართავდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი, მძღოლი დაშავდა. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....