ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაზის სუნი იყო, მოიყვანა თავმჯდომარემ გაზის ბრიგადა და გაზის ბრიგადამ უთხრა გეჩვენებათო”

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

გაზის სუნი იყო, მოიყვანა თავმჯდომარემ გაზის ბრიგადა და გაზის ბრიგადამ უთხრა გეჩვენებათო, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ს” ადგილობრივმა განუცხადა.

„საშინელი აფეთქებს ხმა იყო. ბოლომდე ინფორმაციას არ ვფლობ, ამბობენ რომ მსხვერპლი არის. როგორც ვიცით, დილით იყო გაზის სუნი, მოიყვანა თავმჯდომარემ გაზის ბრიგადა და გაზის ბრიგადამ უთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არის და გეჩვენებათო და დრეს მოხდა აფეთქება. როგორც ამბობენ, მეექვსე სართულზე იფეთქა გაზმა. საშინელი აფეთქება იყო. საცხოვრებელ კორპუსი, როგორც ვიცი, რაღაც ნაწილი არის ჩამონგრეული, მეორე სადარბაზოში საცხოვრებელი სახლია ჩამონგრეული ორი სართული. თითქმის ყველა არის დალეწილი  და კარებები არის წნევისგან გამოვარდნილი გარეთ. ჩვენ როგორ გადავრჩით ისიც მიკვირს,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. არიან დაშვებულებიც.

იტვირთბა....