ხადას ხეობაში, ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მედიამ არასწორად აღიქვა ბრალდებულის მიერ ნათქვამი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ პროცესზე მალხაზ კობაურმა განაცხადა, რომ მას “ორი უცხოური” ადამიანი დაემუქრა, რაც აღქმული იქნა, როგორც ორი უცხოელი პიროვნება. ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სინმადვილეში თქვა – უცხო ორი პიროვნება და მან პროცესზე სიტყვა არასწორად წარმოთქვა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი არ მოუკლავს და ისინი შემთხვევის ადგილზე მყოფმა ორმა უცნობმა პიროვნებამ მოკლა, სიმართლის თქმის შემთხვევაში კი ოჯახის ამოხოცვით დაემუქრა.

