ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩერებული მანქანა გაქურდეს. უცნობმა პირებმა მანქანას ოთხივე საბურავი მოხსენეს და ბლოკებზე შეაყენეს. ვიზუალურად ავტომობილს დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ამ დროისთვის მიმდირეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები.