ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუსეთის მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯგუფ A STUDIO-ს სოლისტი საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე წერს.
თოფურია მოსახლეობას ასწავლის როგორ მისცეს ხმა დისტანციურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებზე წასვლას ვერ ახერხებენ.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება. რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს.