ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე ჯარიმები დაწესდება

ახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ანბანის გამოუყენებლობისთვის ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

“მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას ქართული ანბანის გამოუყენებლობაზე. ამაზე ვისაუბრეთ, გასული ვიყავით კონკრეტულ ადგილებზე. ზოგადად ეს პრობლემაა ქალაქში. არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მინდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ვთხოვო, ბატონო გიორგი, 1-ელ აპრილამდე მიეცით გონივრული ვადა ყველას, რომ ეს პრობლემა იქნას გამოსწორებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1-ელი აპრილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ დაჯარიმება. კანონში შეგვაქვს ცვლილებები, დღეის მდგომარეობით ფიზიკურ პირი ჯარიმდება 200 ლარით და იურიდიული პირი – 300 ლარით, ცვლილებების შედეგად, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და იურიდიული პირი – 3000 ლარით. ეს არის ის მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აუცილებლად უნდა მოწერიგდეს ეს საკითხი. არავის არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს და დამწერლობას უნდა ვცეთ პატივი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი და მერე სხვას მოვთხოვოთ პატივისცემა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....