aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სახის ჯარიმები ამოქმედდება 2018 წლიდან: თამბაქოს შესახებ კანონი დამტკიცდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი დამტკიცებულია.  შესატანი ცვლილებები 85 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა გუშინ მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.

2018 წლის იანვრიდან თამბაქოს სადად შეფუთვა და შეფუთვაზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ამსახველი ფოტო მასალა-პიქტოგრამების დატანა სავალდებულო გახდება.

2018 წლის მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, ისევე როგორც ელექტრონულ სიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალება დახურულ სივრცეებში.

კანონმდებლობის მიხედვით, ფულადი სანქციები დამტკიცებულია შემდეგ დარღვევებზე:

მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 20 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია დაწესებულებასა და სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) ინტერნეტით ან ფოსტით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარის ოდენობით;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით;

თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით;

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით;

საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა მიერ გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა და ჯარიმები

იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას – 1 000 ლარის ოდენობით;

ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს გამოიწვევს დაჯარიმებას – 50 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით;

18 წლამდე პირის ჩამბა თამბაქოს ინდუსტრიაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. განმეოებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 ლარის ოდენობით.“;

ტელემარკეტინგი, მოხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას – 10 000 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....