ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

Tbilisi Open Air 2018: ფოტორეპორტაჟი სამდღიანი ფესტივალიდან

Tbilisi Open Air 2018 წელსაც წარმატებით დასრულდა. ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ინგლისელი მუსიკოსი ტომ ოდელი იყო, რომელსაც მსმენელი ბოლო დღემდე ელოდა, მესამე დღეს, ოდელმა Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე უამრავ მსმენელს მოუყარა თავი. როგორც ჩანს, მსმენელიცა და გამომსვლელიც ორმხრივად კმაყოფილი დარჩა. სცენა ტომ ოდელმა ამ სიტყვებით დატოვა – “დიდი მადლობა თბილისო! ეს ყველაფერი გასაოცარი იყო”, ხოლო მსმენელმა კი ოვაციები შეაგება.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ლაინაფით მსმენელი არც ისე კმაყოფილი ჩანდა, ეს განწყობა სრულად შეცვალა ფესტივალის მიმდინარეობამ. “მეტრონომს” ვიზიტორებმა უთხრეს, რომ მიუხედავად ლაინაფისა, Open Air-მა ისინი წელს მაინც გააბედნიერა.

გარდა ამისა, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე შარშანდელზე მეტი გასართობი სივრცე იყო, სადაც ვიზიტორებს მინი ფეხბურთის თამაშიც კი შეეძლოთ, გარდა ამისა, შესაძლებელი იყო რეტრო ვიდეოთამაშების თამაში. კარაოკე სივრცეც იყო, სადაც ვიზიტორებს შეეძლოთ თავიანთი ვოკალური მონაცემები გამოეცადათ.

ფესტივალის პირველი დღის ჰედლაინერი Kayakata და Sevdaliza იყო. Kayakata-მ სიმღერა სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც შეასრულა, ხოლო Sevdaliza იმდენად აღფრთოვანებული დარჩა მსმენელით, რომ გამოსვლის შემდეგ ქართველ მსმენელთან შეხვედრა გადაწყვიტა და სცენიდან ჩამოვიდა.

Open Air-ის მეორე დღეს კოკისპირული წვიმა დაიწყო, თუმცა ორგანიზატორებმა ვიზიტორებს ფერადი საწვიმარები დაურიგეს, რამაც რეივერების განწყობა ვერ გააფუჭა და გართობა ორმაგად სასიამოვნო და სახალისო გახადა. ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერები Kill Ages და Moku Moku იყვნენ, მათ შემდეგ კი რეიჩელ იამაგატა და როიზინ მერფი წარსდგნენ მსმენელის წინაშე. საწვიმარებით შემოსილი მსმენელი და Lisi Wonderland-ის ტერიტორია ულამაზესად გამოიყურებოდა.

ფესტივალის მესამე დღეს, სანამ ტომ ოდელი სცენაზე გამოვიდოდა, Salio-მ და Konoba-მგანწყობა გააორმაგეს. სალომე კორკოტაშვილმა რამენიმე ძველი ჰიტიც შეასრულა , რა დროსაც მგონი, lisi wondelrland-ის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი “ვარსკვლავები და ცისარტყელას” მღეროდა. Konoba-მ კი მსმენელს ისიც უამბო, რომ ოქტომბერში მათი სამიზნე ქვეყანა საქართველო იქნება და აქ ერთ თვეს გაატარებენ, სადაც სიმღერასაც ჩაწერენ. ჯგუფმა ქართველ მსმენელს მადლობა facebook-ზეც გადაუხადა:

https://www.facebook.com/KonobaMusic/photos/a.306484476071050.87533.155390991180400/1884310178288464/?type=3&theater

იტვირთბა....