aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოჭიდან ბათუმში რუსი ტურისტები საკრუიზო ლაინერი შემოვიდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს დილით სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით “ასტორია გრანდე” რუსი ტურისტები შემოვიდნენ.

ტურისტებმა ქართულ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

„1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

კიდევ ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ რუსეთმა აფხაზბი ქართველებისგან გაათავისუფლეს.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....