aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიამ ქალაქ სინჯარზე კონტროლი დაიბრუნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

Deutsche Welle სირიულ სადამკვირვებლო საბჭოზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის სახელისუფლებო არმიამ იდლიბის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ სინჯარზე კონტროლი დაიბრუნა.

შედეგად ბაშარ ასადის არმიამ  ქალაქთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე და მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგიტრალზე წვდომა მოიპოვა.

იდლიბი ბოლო პროვინციაა, რომელსაც პრაქტიკულად ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში 6 და 7 იანვარს განხორციელებულ ავიადარტყმებს არანაკლებ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა.

იტვირთბა....