aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უშიშროების საბჭოს მდივნის კომისიაში მუშაობაზე პრეზიდენტი უარს ამბობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. შესაბამისი კომენტარი რაქვიაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის სპიკერისგან კომისიის შემადგენლობა დასახელდა.
რაქვიაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო. „საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანი, არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტისა და დებულების გათვალისწინებით, კომისიის შემადგენლობაში საკუთრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის განსაზღვრულია ორი ადგილი. გარდა ამისა, კომისიაში თავისი თანამდებობით შედის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

იტვირთბა....