ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინდია გოგოჭურის დედა: “არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა”

საქართველოს პრეზიდენტის სიძის დაჭრას, გოგოჭურის დედა, მარინა გოგოჭური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის ვინ დაჭრა მისი შვილი. როგორც მარინა გოგოჭურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის საავადმყოფოში მისვლას დღეს აპირებს.

“საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა,” – აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა მიიყვანეს.

იტვირთბა....