aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ევროინტეგრაციაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია” – ხაბეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ევროინტეგრაციაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“შევხვდით ადამიანს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომ საქართველოს მოქალაქეს, ექნება სრული მხარდაჭერა ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, საქართველოს მოქალაქეს ექნება სრული მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან და საბოლოო ჯამში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ოცნება, ფიქრიც კი წარმოუდგენელია. რუსულ პარტიასთან, კობახიძესთან, რუს ოლიგარქთან ერთად ფაქტობრივად მიუღწეველია ჩვენი მოქალაქეების სანუკვარი ოცნება, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ამისთვის საქართველოს მოქალაქეს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რომ ყველამ ერთად „რუსული ოცნება დავამარცხოთ“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....