aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვეტოს დავძლევთ”: არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის მიმართ შეთავაზებაზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც “ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას მიიღებს და ვეტოს იმ ცვლილებების შესატანად გამოიყენებს, რომელიც ბონუსების სისტემის გაუქმებასა და მომავალი არჩევნებისთვის, ერთჯერადად ბლოკების სისტემის შენარჩუნებას ეხება.

“კარგი იქნება რომ პრეზიდენტი ამ შეთავაზებას მიიღებს. თუმცა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დავძლევთ უახლოეს პერიოდში და კონსტიტუცია დადგენილი დროის მიხედვით შევა ძალაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს შეთავაზებით მიმართა, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტო გამოიყენოს და მხოლოდ ის შენიშვნები ასახოს, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

 

იტვირთბა....