ახალი ამბები მთავარი სამართალი

პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი დააკავეს

 

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. ფაქტს შსს ადასტურებს.

კაჭარავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ანა მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-თან გააკეთა:

“ვაკეთებდი განცხადებას, რომ ჩემ მეგობარს თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ ჩადებას. დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ წამალი. არ ვიცი, ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული და ველოდებით, რომ გვეტყვიან. რეალურად არაფერი არ ჰქონდა, ზუსტად ვიცით ყველამ და როგორც მოგვდიოდა ხმები ისე ვაკეთებდი განცხადებას”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა. 

შს სამინისტროს ცნობით, თორნიკე კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

 

იტვირთბა....