ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გაიწიეთ იქით”: ოთარ ფარცხალაძე ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს (ვიდეო)

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ჟურნალისტების კითხვებს ამ დრომდე გაურბის. ცოტა ხნის წინ მან ნაფეტვრებში მისი საცხოვრებელი სახლი დატოვა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ჟურნალისტების კითხვა  დაკითხეს თუ არა ის ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, ფარცხალაძემ უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძესთან გვიან ღამით ამავე სახლში შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლის ამსახველი ვიდეომასალა ექსკლუზიურად რუსთავი 2-მა გადაიღო.

ყოფილ პროკურორს აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხნენ. როგორც თავად აცხადებს, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი.

თავად ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, უარყოფს, რომ ლაშა თორდიას თავს დაესხა. მისი თქმით, ლაშა თორდია ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის საპასუხოდ ლაშა თორდიამ ყოფილ პროკურორს ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ინიციატივით მიმართა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იტვირთბა....