ახალი ამბები მთავარი სამართალი

„შსს-ში 40 000 ადამიანი მუშაობს, ფარცხალაძესთან ვინმე შეიძლება პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა”

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა წუხელ ფარცხალაძის სახლში შსს-ს რამდენიმე თანამშრომლის სტუმრობის შესახებ დასმულ კითხვას ჟურნალიტებთან უპასუხა:
„შს სამინისტროში 40 000 ადამიანი მუშაობს, ფარცხალაძესთან ვინმე შეიძლება პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა. მეტ კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. ჩემი მხრიდან იქნება არაკომპეტენტურობა, რომ გავაკეთო იმაზე მეტი კომენტარი, რაც უშუალოდ გამომძიებლებმა გააკეთეს’“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ დააზუსტა, რომ კაფე „ელ ცენტროში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს, ხოლო მასზე ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა.

ხუციშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რატომ არ არის დაკითხული ამ დრომდე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მოხდება თუ არა დაწყებული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.

იტვირთბა....